ფორმულამ 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე თავდასხმის კადრები მოიპოვა. კადრები სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.
ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს.